რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება კავკასიის განვითარებას ხელს არ შეუშლის. ამ მიზნით 2011 წელს რეგიონის განვითარებისათვის 400 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, 2011 წელს ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის 37 მსხვილი პროექტისთვის 400 მილიარდი რუბლი გამოიყოფა.
"ჩვენ ამას განვახორციელებთ. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ნორმალური განვითარებისთვის ხელს გვიშლიან",_აღნიშნა პუტინმა.