ნორმალური ურთიერთპატივიცემაზე დამყარებული ლექსიკით საუბარი ჟენევის მოლარაკებების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და ქართული დელეგაციის წევრებს არაზრდილობიანიად საუბარში ადანაშაულებს.
"ნორმალური ურთიერთპატივიცემაზე დამყარებული ლექსიკით საუბარი ჟენევის მოლარაკებების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იმიტომ, რომ ხშირად ქართველები ისეთ გამოთქმებს იყენებენ, რომლებიც ნორმალურ ოჯახებში დაპირისპირებამდე მიდის. მაგრამ მათი პრაქტიკა გრძელდება და "ოკუპაციური" ენა კვლავ ძალაშია", - აცხადებს გრიგორი კარასინი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას არ გაუფორმებს, ვინაიდან "რუსეთი არც არავის ემუქრებოდა და არც ემუქრება, ხოლო ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი მიზანი კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებაა", - დასძენს იგი.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს ამბობს ხელი მოაწეროს საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხერეთი ოსეთის ტერიტორიაზე.
მოლაპარაკების მე-15 რაუნდი ჟენევაში გუშინ, 4 მარტს გაიმართა. მასში თბილისის, მოსკოვის, სოხუმის, ცხინვალის, ასევე ვაშინგტონის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნე. შეხვედრაზე მხარეები უსაფრთხოების დამატებით მექნიზმებს - თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, დევნილების დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მეთვაყურეთა დაშვების საკითხები განიხილეს.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი მიმდინარე წლის 6-7 ივნისს გაიმართება.