გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული შოთა ასანიძე დააკავეს, რომელიც 28 თებერვალს ოზურგეთში მომხდარი პოლონელი მოქალაქეების ბინის ქურდობაშია ბრალდებული.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებისას, ბრალდებული შოთა ასანიძე, ავტომობილით მიმალვას შეეცადა, არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და შეეჯახა პოლიციის კუთვნილ პიკაპის ტიპის ავტომანქანას, რის შედეგადაც იგი ადგილზე იქნა დაკავებული.
ამოღებულია ნაქურდალი ნივთები და ფულადი თანხა. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები