ლიბიის საგარეო უწყებამ გაეროს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნა და სანქციების გაუქმება მოსთხოვა.
ამავდროულად, ლიბიის ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დაკავებული ქალაქების დაბრუნებას ცდილობს. ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის. მასშტაბური შეტაკება ტრიპოლთან მდებარე ელ-ზავიაში მიმდინარეობს. სამთავრობო ძალები ქალაქის მთავარი მოედნის დაკავებას საარტილერიო და საზენიტო დანადგარების გამოყენებით ცდილობენ. თუმცა ამბოხებულთა უკანდახევას ვერ ახერხებენ,
გავრცელებული ცნობით, მხოლოდ გუშინდელ შეტაკებებს ზავიაში 50 ადამიანი ემსხვერპლა. ლიბიის ხელისუფლებამ ბენ-გაზში ოპოზიციის იარაღის საწყობი დაბობმა, შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ინტენსიური ბრძოლის შემდეგ ოპოზიციის მონხრეებმა საპორტო ქალაქი რას-ლანუფი დაიკავეს.
აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიბიაში მომხდარი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. "ახლა ყველაზე მეტად რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება გვაღელვებს. უკვე გავგზავნეთ ჯგუფები, რომლებიც სასაზღვრო რეგიონში დახმარებას ჩაიტანენ,"_აღნიშნა კლინტონმა.