პოლონეთის მოქალაქის გაქურდვაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოზურგეთის რაიონში მომხდარი დანაშაული სამართალდამცველებმა გუშინ გახსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის მოქალაქის ბინა წარსულში ნასამართლევმა, 25 წლის შოთა ასანიძემ გაქურდა.
დაკავებისას, ბრალდებული ავტომობილით მიმალვას შეეცადა, არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და შეეჯახა პოლიციის კუთვნილ პიკაპის ტიპის ავტომანქანას, რის შედეგადაც იგი ადგილზე იქნა დაკავებული.
ამოღებულია ნაქურდალი ნივთები და ფულადი თანხა. ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული გურიაში 28 თებერვალს მოხდა.