ლიბიელმა ამბოხებულებმა მნიშვნელოვან ნავთობსაექსპორტო პორტ რას-ლანუფზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
კერძოდ, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამად ამბოხებულთა ძალები რას-ლანუფტის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რას-ლანუფში კადაფის მომხრე ძალებსა და ამბოხებულებს შორის მწვავე ბრძოლა მიმდინარეობდა. ვრცელდება ინფორმაცია დღეს დაღუპული ოთხი ადამიანის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები