მოსკოვი რუსულ-ქართული მაფიის წევრს ესპანეთს გადასცემს.
როგორც ABC.ES-ი წერს, რუსეთის სასამართლო ხელისუფლებამ ბიზნესმენ ლეონიდ კაპლანის, იგივე ლეონ ლანის ესპანეთისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
კაპლანს იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ბრალდება, რომელსაც ზაქრო კალაშოვი ხელმღვანელობს და რომელიც რუსულ-ქართული მაფიის მეთაურად მიიჩნევა.
ბიზნესმენის გადაცემაზე მოთხოვნა ესპანელმა მოსამართლემ ფერნანდო ადრეუმ გააკეთა, რომელიც შარშან რუსეთშიც იმყოფებოდა ფულის გათეთრებაში ბრალდებული საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმის სასამართლო გამოძიების ფარგლებში.