ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება მუნიციპალური პროგრამის "რა? სად? როდის? განხორციელებასიწყებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლებას, მათი ცოდნის გაღრმავებას და განათლების პოპულარიზებას.
პროგრამის მეშვეობით ჩამოყალიბდება ბათუმის ნაკრები გუნდი საქართველოს ჩემპიონატისათვის. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმს ინტელექტუალური ტურნირების ჩატარების დიდი ტრადიცია გააჩნია, თამაშები დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში, სწორედ ამ გარემოებათა გამო პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში ჩატარდება: მოსწავლეთა ლიგის თამაშები - მარტი; სტუდენტური ლიგის თამაშები - აპრილი; ბათუმის ღია ჩემპიონატი "ბრეინ-რინგში" - ოქტომბერი.
ინტელექტუალური ტურნირი მოსწავლეთა ლიგის თამაშებით იწყება, რომელშიც ქალაქ ბათუმის მოსწავლეთა ნაკრები გუნდები არიან ჩართულნი, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებიდან, სულ 30 გუნდი, 180 მონაწილით.
თამაშებში მონაწილეობის სურვილი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერ მოსწავლეთა გუნდს ყოველგვარი საწევროს გადახდის გარეშე შეეძლო. სასკოლო ინტელექტუალურ გუნდებს შორის გამარჯვებული 6 მარტს გამოვლინდება, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სახელმძღვანელოებითა და სიგელებით, აღსანიშნავია ისიც, რომ გამარჯვებულ გუნდებს მიეცემათ ბათუმის ღია ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.
მუნიციპალურ პროგრამას ახორციელებს ბათუმის ინტელექტ კლუბი და ის სამომავლოდ ტურნირი ტრადიციულ სახეს მიღებს.