„ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ნარკოტიკების თემასთან მიბმა სწორი მოდგომა არ არის.
ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" „ქრისტრიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.
„ირანთან დაკავშირებით სავიზო და უვიზო რეჟიმი გადამწყვეტი არ არის, რადგან ეს ადამიანები ვიზებს ადგილზე იღებენ და სავიზო რეჟიმის გაუქმებით მხოლოდ 15 წუთიანი პროცედურა გააუქმდა, რაც შეეხება კონტროლს ეს ადრეც უნდა განხორციელებულიყო და ახალაც. ამიტომ უვიზო რეჟიმის ნარკოტრანზიტზე მიბმა სწორი არ იქნება", - აღნიშნა "კო-ეიჩ-ენთან" საუბარში ვეფხვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, თუ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამის კონტრილი არ იქნება ნარკოტიკების შემოტანს ვიზიანიც, უვიზოთ და გამარტივებული ვიზის მქონე პირიც შესძლებს .
რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ნარკოტრანზიტს, ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ იქ არსებული შავი ხვრელებით შესაძლოა ერთობლივად ისარგებლონ როგორც რუსმა, ისე აფხაზმა, ოსმა და ქართველმა კრიმინალებმა და მათ სოხუმის საზღვაო პორტით თურქეთზე გავლით ევპოპაში შეიტანონ ნარკოტიკები პარტიები.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნიულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხდება. კლინტონის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა სწორედ ამ რეგიონებზე გადიოდეს ნარკო ტრანზიტის გზა. "ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციას არ აწვდიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ" - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საფრთხედ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ასახელებს.