საპატიმროებს ვადაზე ადრე კიდევ 57 პატიმარი დატოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭოებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მსჯავრდებულთა შორის ორი ქალი, ერთი კი არასრულწლოვანია.
პატიმართა საქმეებზე ზეპირი მოსმენები დღეს დასრულდა. პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმოვმოქმედი საბჭოები ყოველ თვეში იხილავენ და პატიმრების გათავისუფლებაც თვეში ერთხელ ხდება.
57 მსჯავრდებული ციხეებს უახლოესი დღეების განმავლობაში დატოვებს.