საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ტარიელ სიმონიშვილმა და შამილ რობაქიძემ შენგენის ქვეყნების ხუთი ცალი ყალბი ვიზა შეიძინეს და გაასაღეს.
მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
აღნიშნულ ფაქტან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25,362-ე მუხლის I ნაწილითმიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოაწარმოებს .
გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დღეს სარფის სასაზღვრო პუნქტზე სამართალდამცველებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - დავით კრავეიშვილი დააკავეს, რომელიც ქვეყნის დატოვებას უკანონოდ ცდილობდა.