აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, დღეს თურქეთის ქალაქ კუშადასა და ბათუმს შორის საკრიუზო მარშრუტების დანიშვნის საკითხს განიხილავდა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე და თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ კუშადასის მერის მოადგილეს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრისას საკრუიზო ტურების მარშრუტების დანიშვნაზე და ექსკურსიების დაგეგმვაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე, ტურისტულ გამოფენებში ბათუმისა და კუშადასის ერთობლივ მონაწილეობას.