"თავისუფალმა დემოკრატებმა" ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალი საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი მოამზადა.
კანონპროექტი ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანების სახელმწიფო პენსიის 129 ლარამდე, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდებისთვის და მონაწილეებისთვის 80 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. გარდა ამისა, 129 ლარს უტოლდება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის თითოელ დაკარგულ შვილზე დახმარებაც. ამასთან, ინიციატივათა პაკეტი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრთა შვილების სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსებას, ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების მინიმალური ზღვარის დადგენას, მარჩენალდაკარგულთა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფარვასაც გულისხმობს. ასევე ალასანიას გუნდის ინივიატივის გათვალისწინების შემთხვევაში, სამივე ჯგუფის ინვალიდები პენსიას დასაქმების შემთხვევაშიც მიიღებენ. გარდა ამისა, პროექტი 2011 წლის მაისამდე მათთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიების გაზრდასაც ითვალისწინებს.
ინიციატივის შემუშავებაში "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნული ინიციატივები ცვლილებების შეტანას 5 კანონში გულისხმობს.