რუსეთის ექს-პრემიერ მინისტრი, თბილისში დაბადებული ევგენი პრიმაკოვი ევგენი პრიმაკოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესდეს, თუკი თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს განცხადება პრიმაკოვმა "არგუმენტი ი ფაქტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივები შესაძლოა იმ შემთხვევაში გაჩნდეს, თუკი ქართული მხრიდან დასრულდება რიტორიკა და თუ საქართველო თანხმობას განაცხადებს იმაზე, რომ ახლა აუცილებელია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანმების გაფორმება", - განაცხადა პრიმაკოვმა.