ამ დილით მახაჩკალაში დაღესტნის მიმართულებით ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ზალკიპრ შეიხოვი მოკლეს. მაღალჩინოსანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ავტომობილი "ნისან ალმერა", რომელშიც ზალკიპრ შეიხოვი იმყოფებოდა ამ დილით უცნობმა პირებმა დაცხრილეს", - იუწყება რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები