საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარკოტრანზიტის აღმოსაფხვრელად აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორების შეშვება. ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმნა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამიტომ ამ მხრივ ერთადერთი გამოსავალი საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორების დაშვებაა.
რაც შეეხება ზოგადად ქვეყანაში ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხს, დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებების მიაღწია. თუმცა, მიუხედავად ნარკოტრანზიტორებისთვის მიყენებული დარტყმისა, ჯერ სამუშაო კიდევ ბევრი რჩება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება.
დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნიულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხდება.
კლინტონის უწყებაში აღნინავენ, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა სწორედ ამ რეგიონებზე გადიოდეს ნარკო ტრანზიტის გზა.
"ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციას არ აწვდიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ" - ნათქვამია ანგარიშში.