საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშიშროება არა მხოლოდ ნარკოტიკების ტრანზიტის არამედ იარაღის უკანონო ვაჭრობითაც არსებობს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეტნის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხდება სხვადასხვა ქვეყნებში ნარკოტიკების ტრანზიტი მათ შორის ევროპაში. როდესაც არსებობს ასეთი ბუფერული ზონები და ამას ხელს უწყობს ისეთი ქვეყანა როგორიც რუსეთის ფედერაციაა ეს საშიშროება ყოველთვის იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა თორდიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების შეშვება რათა მოხდეს ამ რეიგონების კონტროლი.
"ეს ტერიტორიები გამოიყენება შავ ზონებად ნარკოტიკული საქმიანობისთვის, რომელიც კონკრეტული ადამიანების ჯიბეებს ავსებს. ეს არის შავი ფული და სწორედ ამისთვის არის შექმნილი ბუფერული ზონები. საიდანაც ძალიან ადვილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მოხვდერა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში", - აღნიშნა თორდიამ და დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სწორედ ქართულ მხარეზე დაყრდნობით მომზადდა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარკოტიკების ტრანზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია მოხდეს ამ რეგიონებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, რადგან როგორც ცნობილია 2003 წელს სწორედ ანალოგიური პრობელმა არსებობდა პანკისის ხეობის მიმართულებითაც, თუმცა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პანკისში ეს პრობლემები ძირფესვიანად არის აღმოფხვრილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება.
დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნიულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხდება.
კლინტონის უწყებაში აღნიშავენ, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა სწორედ ამ რეგიონებზე გადიოდეს ნარკოტრანზიტის გზა.
"ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციას არ აწვდიან ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ" - ნათქვამია ანგარიშში.