ნატომ ბოდიში მოიხადა - მიზეზი ავღანეთში განხორციელებული სამხედრო ოპერაციაა. წინა კვირას მშვიდობიან დასახლებაზე მიტანილ საჰარეო იერიშს 9 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ალიანსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი ტერორისტთა დაჯგუფების სრული ლიკვიდაცია იყო, თუმცა დაბომბვას ბავშვების სიცოცხლე შეეწირა.
მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამს თეთრი სახლიც. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის ავღანელ კოლეგას გვიან ღამით დაუკავშირდა.
მასალის გამოყენების პირობები