პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები პატიმართა საქმეების ზეპირ მოსმენას დღეს დაასრულებენ.
დღევანდელი ზეპირი მოსმენის შემდეგ გაირკვევა, საბჭოები ვადაზე ადრე რამდენ პატიმარს გაათავისუფლებენ.
პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი საბჭოები ყოველთვიურად იხილავენ. შესაბამისად, მსჯავრდებულები საპატიმროებს ყოველთვიურად ტოვებენ.