ინტერნეტ სივრცეში ჩეჩენი მებრძოლის, დოკუ უმაროვის ახალი ვიდეომიმართვა გავრცელდა. ვიდეორგოლი რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი, რომელშიც უმაროვი მებრძოლებს ჯიჰადის გააქტიურებისკენ, სათათრეთის, ბაშკირეთისა და ურალის მცხოვრებლებს კი შეიარაღებული ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, სადაც კი მებრძოლებს ხელი მიუწვდებათ, ყველგან საბრძოლო ფრონტი უნდა გაიხსნას.
"დღეს ჩვენ ალაჰის ბრძანებას აღვასრულებთ. მოვიდა გაზაფხული, მოგიწოდებთ ჯიჰადის გააქტიურებისკენ და ალაჰის მტრების განადგურებისკენ. მე ამისათვის მივმართავ ჩემს მოძმე მუსულმანებს - სათათრეთში, ბაშკირეთსა და ურალში", - აცხადებს უმაროვი ვიდეომიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები