ქუთაისში, წყლის არხში არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ 16 წლისაა. ინციდენტი გუშინ მოხდა. მოზარდი არხში გაურკვეველი მიზეზით ჩავარდა.
შემთხვევას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცმა არასრულწლოვანი წყალში ჩავარდნილი შენიშნა. იგი მის გადარჩენას შეეცადა, თუმცა მოზარდი წყალმა გაიტაცა.
ცხედარი არხის დაშრობის შემდეგ იპოვეს. ერთ-ერთი ინფორმაციით, გოგონა ვანიდანაა და იგი ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდა.