ანტონიო სტრადივარიუსის 2,1 მილიონი ევროს ღირებულების უნიკალური ვიოლინოს მოპარვის შემდეგ ქურდებმა მისი 100 ევროდ გაყიდვა სცადეს.
ირლანდიელმა ტურისტმა ჯონ მოგანმა 313 წლის ისტორიის მქონე ვიოლინო სამხრეთორეელ მევიოლინე მინ-ჯიმ-კიმისგან იმ დროს მოიპარა, სანამ გოგონა ლონდონის კაფეში სადილობდა.
ჯონ მოგანმა არცკი იცოდა ვიოლინოს რეალური ღირებულება და თანამზრახველებთან ერთად ინსტრუმენტის გაყიდვას სულ რაღაც 100 ევროდ ცდილობდა. თუმცა ინტერნეტკაფეში გაცნობილმა უცნობმა მამაკაცმა მისი შეძენისგან თავი შეიკავა, რადგან ვიოლინო არ ესაჭიროებოდა.
დამნაშავეები ოთხი კვირის შემდეგ დააკავეს, თუმცა ვიოლინოს კვალს მაინც ვერ მიაგნეს. ცნობილი მევიოლინის_ სტრადივარიუსის ვიოლინოს დასაბრუნებლად 15 ათას ევროა დაწესებული.
ცნობისთვის, მსოფლიოში სტრადივარიუსის 450 ვიოლინო არსებობს.