საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ- მინისტრ შამილ ატახანოვს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტუმრებმა პოლიციის ახალი შენობებიდაათვალიერეს, გაეცნენ პოლიციაში გატარებულ შიდა რეფორმებს, რათა შემდგომში შეძლონ მათი ყირგიზეთში განხორციელება.
ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოს სწორედ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გატარებული რეფორმების გაცნობის მიზნით სტუმრობს.