4 მარტი, კომპანია "ბილაინი", იმ 5 კომპანიის თანამშრომელს დააჯილდოებს, რომლებმაც არსებული ნომრების შეუცვლელად, პირველებმა "ბილაინის" ქსელში გადასვლის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირეს.
პორტირებული კომპანიის თანამშრომლები, "ბილაინისაგან" სამახსოვრო პრიზებს და ოქროს ნომრებს მიიღებენ.
კომპანიები: " სამკურნალო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი", "ტელ ინდასტრი ჯორჯია"," ნონეიმ სტუდიო", "თბილლითონნაწარმი" და "იაა მოტორსი" საჩუქრებს 4 მარტს, 11.00-ზე "ბილაინის" კლიენტთა მომსახურების ცენტრალურ ოფისში, რუსთაველის 14-ში მიიღებენ.
"როგორც თქვენთვის არის ცნობილი, მობილური ნომრის პორტირების სერვისი უკვე თითქმის ერთი თვეა რაც ამოქმედდა, ამ დროის განმავლობაში, ათობით კორპორაციულმა კლიენტმა მოგვმართა ჩვენს ქსელში ნომრის პორტირების თხოვნით. პორტირება შეუძლია, როგორც მთლიანად კომპანიას, ასევე თითოეულ თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს. იმ ფაქტის გათვალიწინებითაც, რომ ბილაინის კოპრორაციული კლიენტების რიცხვმა, მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 30 % -ით იმატა, ბილაინი ნამდვილად საუკეთესო პირობებს სთავაზობს, ყველა ჩვენს პარტნიორ კომპანიას.
დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული არსებული, ახალი თუ პორტირებული აბონეტების განწყობა ბილაინის მიმართ" - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნომრის პორტაციის სერვისი საქართველოში 15 თებერვლიდან ამოქმედდა. რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა გახდეს მისთვის სასურველი ქსელის აბონენტი ნომრის შეუცვლელად. პირველ ეტაპზე, პორტირების პროცესისთვის საჭირო არის 2 კვირა.