ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკში, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს დასასვენებელ პარკში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორმა წევრმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ორმხრივი სროლის დროს ერთი ბოევიკის ლიკვიდირება ადგილზე მოხდა, ხოლო მეორემ მიმალვა შესძლო.
მოკლული ნალჩიკის მცხოვრებია.
ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცველმა ერთი ყმბართმტყორცნი, ორი შაშხანა და ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.