მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების საქმის განხილვამ ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში, კოტა კინაბულაში განთავსებულ უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. ამ ინფორმაციას მალაიზიური პრესა ავრცელებს.
მოთხოვნა სასამართლოს პროკურატურამ წარუდგინა. მთავარი ინსპექტორის ლიმ სვი ბენგის განცხადებით, მათ სწორედ ამ უწყებიდან მიიღეს ბრძანება, 26 წლის ბაბუცა გორდაძის საქმე უზენაესი სასამართლოსთვის გადაეცათ.
ქიმიკოსების დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების წონა 1 კილოგრამსა და 710 გრამს შეადგენს, საქმეში ნაჩვენები 5,5 კილოგრამის ნაცვლად.
გორდაძეს ბრალი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, 39-ე მუხლის ბე პუნქტით აქვთ წაყენებული, რაც, 1952 წელს მიღებული კონვენციით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
პარალელურად, სასამართლომ უკვე განიხილა 3 სხვა დაკავებული ქალის საქმე. მცირე ოდენობით ნარკოტიკების ტრაფიკის საქმეზე და მათ 5 000 დოლარის ჯარიმა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს გაიმართება.