შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს თელავის ფილიალის მმართველი ალექსანდრე ჭარბაძე და სალაროს გამგე მარიზა ესიტაშვილი დააკავეს.
ალექსანდრე ჭარბაძეს ესიტაშვილის დახმარებით, პერიოდულად, პირადი მიზნებისთვის დიდი ოდენობით გაჰქონდა ბანკის კუთვნილი თანხა, რომლის ვერ დაბრუნების შემდეგ, თანხის მითვისებისა და არსებული სალარო ცდომილების დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა განიზრახეს ბანკში ხანძრის გაჩენა.
2011 წლის 12 თებერვალს მარიზა ესიტაშვილი იმყოფებოდა "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს თელავის ფილიალის საცავის სპეციალურ ოთახში, სადაც ითვლიდა ფულს. მან არსებული ფულადი თანხის გასანადგურებლად მმართველის, ალექსანდრე ჭარბაძის დავალებით ხელოვნურად მოახერხა ხანძრის გაჩენა, რის შედეგადაც განადგურდა 202 848 ლარი, 124 291 აშშ დოლარი და 46 740 ევრო. მთლიანობაში სააქციო საზოგადოება "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-მ განიცადა 535 351 ლარის ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით.