საფრანგეთის ქალაქ ისარში საგზაო პოლიციამ სატვირთო ავტომობილი გააჩერა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს განზრახ დაეჯახა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა, რომლის ავტომობილსაც ესპანეთის საგზაო ნიშნები ჰქონდა, ბულგარული მოწმობა და საქართველოს პასპორტი წარადგინა. ყოველივე ამან პოლიციელებს ეჭვი აღუძრა.
სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, მასში ორი შპრიცი აღმოჩნდა, რომელშიც ნატკოტიკული ნივთიერება იყო. დაკითხვისას, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა განაცხადა, რომ ბარსელონაში ორჯერ ჩააბარა გამოცდა, მართვის მოწმობის აღებისათვის, მაგრამ მისი ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომაც მან თავისი ბულგარეთში მაცხოვრებელი მეგობარი დაიხმარა და 500 ევროდ ყალბი მართვის მოწმობა იშოვა.
მან ასევე აღიარა, რომ პროფესიით დურგალია და მის პროფესიას მისთვის თვეში 1000 ევროს შემოსავალი მოაქვს, მაშინ როდესაც მძღოლის პროფესიით იგი თვეში 2000 ევროს შოულობს. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე მძღოლს ექვსი თვით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბულგარეთი საგზაო პოლიციის კორუფციის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა: აქ შესაძლებელია, ყოველგვარი გამოცდის გარეშე მიიღო მართვის მოწმობა, თუკი 500-700 ევროს გადაიხდი კატეგორიის მიხედვით.