ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ე. წ. სახელმწიფო დრამტული თეატრის აშენებაში 200 მილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული თანხა გამოყოფილია ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2011 წლის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ოსების სეპარატისტული რეჟიმის ლიდერისა და ე. წ. მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელ ვიაჩესლავ სედოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს თანხა ჯერჯერობით თეატრის მშენებლობის მხოლოდ პირველი ეტაპისთვისაა გამოყოფილი, რომელიც, სავარაუდოდ, 2012 წელს დასრულდება", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, 2011 წელს იგეგმება ცხინვალში შენობების კაპიტალური შეკეთება, სადაც განათავსდება მხარეთმცოდნების მუზეუმი, ასევე დაგეგმილია ზნაურის რაიონის სოფელ ვანელში რუტენა გაგლოევას სახლ-მუზეუმის მშენებლობა.
"2012 წლამდე იგეგმება სახელმწიფო აკადემიური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "სიმდის" შენობის რეკონსტრუქციაც", - აღნიშნვს კოკოითის პრესსამსახური.