საფრანგეთი ლიბიის საკითხთან დაკავშირებით გარეოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. ამის შესახებ ლიბიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.
"საერთაშორის უსაფრთხოების პრობლემები ეს ის საკითხია, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. თქვენ იცით საფრანგეთის პოზიცია სამხედრო ჩარევის პრინციპებთან მიმართებაში, რომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ მსგავს ნაბიჯებს. თუმცა ვიქნებით უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული", - აღნიშნა სარკოზიმ.
შეგახსნებთ, რომ ლიბიაში სამოქალოაქო ომი მიდმინარეობს. ოპოზიცია ქვეყნის ლიდერის მოამარ კადაფის გადადგომას ითხოვს.
არაოფიციალური მონაცემებით სამოქალაქო ომს 2000-მდე ადამიანი უკვე შეეწირა.