ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის, საქართველოს მონაკვეთის 25 %-ის აქციების გასხვისებით, მის ექსპლუატაციას პრობლემები არ შეექმნება, ამის შესახებ განცხადება სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსისიანმა, პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.
"თუ ამ აქციებს აზერბაიჯანი შეიძენს, ეს სომხეთისათვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს. ბაქო ამ გზით ჩვენს შანტაჟს ვერ შეძლებს"- განაცხადა მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ საკითხი საფუძვლიანად იქნა განხილული მთავრობაში. სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, კი სომხეთს რაიმე პრობლემები შეექმნება, მაშინ ქვეყანას სათადარიგო მაგისტრალი - ირანთან დამაკავშირებელი გაზსადენი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ქართულ მხარეს ცენტრალური მაგისტრალის აქციების გასხვისება სურს. აღნიშნულის შეძენის სურვილი აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე ოფიციალურად დააფიქსირა.