სომხეთი და საქართველო აწარმოებენ მოლაპარაკებას, თუ როგორ უნდა მოხდეს ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანისას არსებული დაბრკოლებების მოხსნა. ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჩე გაბრიელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია რომ აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, ისე როგორც ავტომობილების დაზღვევის პრობლემა იქნა მოგვარებული.
საუბარია მანქანის "საბაჟო გაფორმებისას" უპროცენტო სესხზე, თუ კი ეს ავტომობილები საქართველოში იქნება შეძენილი. გაბრიელიანმა განაცხადა, რომ სესხები დაახლოებით 6 თვეში დაიფარება. "ვისაც სოციალური პრობლემა შეექმნება ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა თუ თავის არიდება მოხდება შეგნებულად, მაშინ ასეთ შემთხვევებზე კანონი სრული ძალით ამოქმდდება"- განაცხადა მინისტრმა.