აშშ-ში უკვე მეთოთხმეტედ ვადამდელ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს ადამიანს, რომელსაც სენატორ რობერტ კენედის მკვლელობის გამო (1968 წელი) სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ასეთი გადაწყვეტილება პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების კომისიის წევრებმა მიიღეს. მათი აზრით, 66 წლის იორდანელი სირხან სირხანი ჩადენი დანაშაულს სათანადოდ არ ინანიებს.
ამის საპასუხოდ, კენედის მკვლელი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ღრმა თანაგრძნობას განიცდის. თუმცა მეხსიერების დაკარგვის გამო არ ახსოვს, თუ როგორ ესროლა კენედისა და კიდევ ხუთ ადამიანს.
შეგახსენებთ, რომ 1963 წელს მოკლული აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი 1968 წლის 5 ივნისს ლოს-აჟელესში სასტუმრო Ambassador Hotel-ში მოკლეს.
სენატორის მკლელობისთვის სირხანის სიკვდილით დასჯა მიესაჯა, თუმცა კენედის ოჯახმა მოითხოვა მისთვის განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლა.
უნდა აღინიშნოს, რომ სირხანი არასოდეს აღიარებდა კენედის მკვლელობას თუმცა აცხადებდა, რომ ის მონაწილეობდა სენატორზე თავდასხმაში. მისი თქმით, სენატორი კენედი, სავარაუდოდ, სხვა მისთვის უცნობი მეორე თავდამსხმელის მიერ იქნა მოკლული.
აქვე შეგახსენებთ, სენატორ კენედის ძმა აშშ-ს პრეზდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. იმ დღეს კენედი და მისი მეუღლე ჟაკლინი დალასის ცენტრში ღია ლიმუზინით საზეიმოდ მიდიოდნენ. სნაიპერმა მათ ცეცხლი გაუხსნა. პრეზიდენტს ორი ტყვია მოხვდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაშივე დაიღუპა.
მკვლელობაში ეჭვი 24 წლის ლი ხარვი ოსვალდზე მიიტანეს, თუმცა ოსვალდი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
კენედის მკვლელობა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ხმაურიანი დანაშაულია, რომელიც დღემდე ბურუსით მოცულია.