საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ტყიბულში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა.
ტყიბულში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის მხარის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ჩავიდნენ. ინსტიტუტის გახსნას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქათამაძე, გამგებელი ლევან დოხნაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამთო სასწავლებელში კვალიფიკაციისა და პროფესიული განათლების მიღების კუთხით 300 ახალგაზრდას შეუძლია ერთი წლის განმავლობაში ისწავლოს. დიპლომის მიღების შემდეგ მათ ტყიბულის შახტაში სამუშაოც გარანტირებული ექნებათ. ამის პირობას "საქნახშირი ჯი-აი-ჯი" ჯგუფის ხელმძღვანელობა იძლევა.