ლიბიის ლიდერ, პოლკოვნიკ მუამარ კადაფის განცხადებით, მან ხალხს ძალაუფლება 1977 წელს უკვე გადასცა და ამბობს, რომ ის არც პრეზიდენტია, რომ გადადგეს და არც პარლამენტს მოუთხოვია მისი ქვეყნის სამსახურიდან დათხოვნა.
"ლიბიაში არც სამთავრობო, არც საპრეზიდენტო და არც მონარქიული რეჟიმია. ხელისუფლება და ძალაუფლება მხოლოდ ხალხის ხელშია. ლიბიელებს თავისუფლად შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. მე არ მაქვს რეალური ძალა და პოზიცია გადადგომის შესახებ", - განაცხადა კადაფიმ, რომლის სიტყვაც პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა.
კადაფი ამბობს, რომ ის შეხვდა რამდენიმე მხარდაჭერს. "როდესაც შევხვდი ვკითხე მათ ჩემს შემდეგ ვინ უმდა მოვიდეს-მეთქი? მათ მიპასუხეს, რომ რევოლუციის შემთხვევაში ქვეყანას უცხო ქვეყნის ძალები დაეპატრონებოდნენ. მინდა გითხრათ, რომ მე ისიც ვიცი, რომ მოწინააღმდეგეებს ჩემი მოკვლა სურთ. ორი თითი მოხვდება ყველას თვალებში ვინც ლიბიაში არეულობების მოხდენას შეეცდება. საპროტესტო აქციები შეურაცხყოფს ლიბიელ ხალხს, ისტორიასა და სიამაყეს. ლიბიაში არ არსებობს შიდა ოპოზიცია და ყველა არეულობა გარედან იმერთება", - განაცხადა ლიბიის ლიდერმა.
კადაფის თქმით, არეულობების დროს 150-ზე მეტი ადამიანი არ დაღუპულა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციების წამოწყებაში და არეულობების მოხდენაში "მიწისქვეშა ჯგუფები" არიან დამნაშავეები.