ყაზბეგის გამზირზე ურთიერთშელაპარაკება ორი სტუდენტის დაჭრით დასრულდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილები: ოლეგ მარგვიანი და გიორგი ჩხვიმიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. თვითმხილველების თქმით, ისინი თავდაპირველად შეკამეთდნენ, მოგვიანებით კი ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.