ყაბარდო-ბალყარეთის კონტრტერორისტული ორგანიზაციის "ჩორნიე იასტრების" ლიდერმა ტელეარხ "რენ"-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში კონტრტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი საუბრობს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებს ორგანიზაცია რესპუბლიკაში, რომელიც ექსპერტთა აზრით, შესაძლოა სისხლიანი სამოქალაქო ომის ზღვარზ შეიძლება აღმოჩნდეს.
"ჩორნიერ იასტრები" - ეს ვართ ჩვენ, რესპუბლიკის ჩვეულებრივი მაცხოვრებლები. ჩვენ ყელში ამოგვივიდა განუკითხაობა, რომელსაც ეს წვერიანი უწმინდურები აწყობენ, რომელიც მშვიდად ცხოვრების უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩვენთან ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები სხვა რეგიონებიდან და არ ეშინოდეთ, რომ აქ მათ ვინმე თავს დაესხმება ან მოკლავს", - განაცხადა კონტრტერორისტული ორგანიზაციის ლიდერმა, რომელსაც ინტერვიუს მსვლელობის დროს სახეზე ნიღაბი ჰქონდა ჩამოცმული.
ორგანიზაციის გეგმებზე საუბრისას მან განაცხადა: - "ახლა ისინი იწყებენ აფეთქებებს ქალაქის ცენტრში და აწარმოებენ ტერორისტულ ომს, იქ კი ქალები და ბავშვები ზარალდებიან. ჩვენ ეს ყელში ამოგვივიდა. შეაგროვონ ხარკი ბიზნესმენებიდან და მაგნატებიდან და თავი დაანებონ ჩვენი შვილების ხოცვას. თუ ისინი ასე გააგრძელებენ, ჩვენ მათი შვილების ხოცვას დავიწყებთ, იმისათვის რათა მათ საკუთარ ტყავზე გამოსცადონ თუ რა მწარეა ეს. 10 შემთხვევიდან 9 შემთხვევაში ოჯახებმა მშვენივრად იციან თუ რითი აკეთებენ ფულს მათი შვილები. როდესაც ადამიანი არ მუშაობს, არ სწავლობს და მხოლოდ ნამაზს აკეთებს და ამასთან ერთად მას ჯიბეები სავსე აქვს ფულით, ყიდულობს ერთი-მეორეზე უკეთეს ავტომანქანებს, რატომ არ ეკითხებიან მას მისი მშობლები საიდან აქვს მას ფული?"
კითხვაზე პასუხის გაცემისას მიიჩნევენ, თუ არა კონტრტერორისტული ორგანიზაციის წევრები, რომ ტერორისტები სარწმუნოებისათვის იბრძვიან თუ ისინი ამ ლოზუნგებს ამოფარებულნი არიან, ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს, რომ ძირითადი მასა ამ ლოზუნგებს ეფარება და სინამდვილეში კი ტერორისტულ ომს აწარმოებს.
"იქ არავითარი სარწმუნოება არ არის. ყურანში ნათქვამია, რომ არ შეიძლება ქალებისა და ბავშვების სისხლის დაღვრა. ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, თუ როგორ ითარგმნება არაბულიდან სწორად სიტყვა "ჯიჰადი" და ვერც ერთი მათგანი ვერ მოგცემთ ამ სიტყვის სწორ განმარტებას. ყურანში არის მხოლოდ ერთი ცნება წმინდა ომისა - გაზავატი - ეს საკუთარი მიწის გათავისუფლებაა. ვინ ავიწროებს მათ აქ? ვინ უშლით მშვიდობიანად ცხოვრებას?", - აცხადებს ლიდერი და ბოლოს აღნიშნავს: "მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ როდესაც შენ დაგარტყამენ მარცხენა ლოყაში მარჯვენა მიუშვირო. დარტყმაზე დარტყმით ვპასუხობ. მთელი ცხოვრება ასე მზრდიდნენ და ამას მასწავლიდნენ ჩემი მშობლები. იმიტომ, რომ თუ მე დღეს მას სახეში გარტყმას ვაპატიებ, ხვალ იგი ჩემს სახლში მოვა შვილს მომიკლავს და ჩემს ცოლს გააუპატიურებს. ვინ მისცა მას უფლება შიშში მაცხოვროს? მე თავისუფალი ადამიანი ვარ. მთელი ისტორიის განმავლობაში ყაბარდოელები მშვიდობიანი ხალხი იყვნენ. დიახ, ჩვენ ვიცით ბრძოლა, მაგრამ არ არის საჭირო ჩვენ ამის გაკეთება გვაიძულო".