აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დამატებით 30 ათასი სამხედროს გაგზავნის შესახებ განცხადება გააკეთა. ობამა აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ვითარების სტაბილიზაცია და ამ ქვეყნიდან 2011 წლის ივლისიდან ჯარის გაყვანის დაწყების საშუალებასაც შექმნის.
ვესტ-პოინტში სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ავღანეთის მიმართ შემუშავებულ ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა, რომლის თანახმად ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტიგენტის შეყვანა 2010 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. გადასახადის გადამხდელ ამერიკელს ეს ინიციატივა მხოლოდ 2009 წელს 30 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.
ამგვარი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა აშშ-ს პრეზიდენტმა "ალ-ქაიდას" მხრიდან აშშ-ს მიმართ ჯერ კიდევ მომავალი საფრთხით ახსნა. ამას გარდა, მისივე თქმით, აუცილებელია მოსალოდნელი ტერაქტების თავიდან აცილებაც. მედია აღნიშნავს, რომ ობამას მიერ დასახელებლულმა მიზეზებმა ბევრს მისი წინამორბედის ჯორჯ ბუშის გამოსვლები გაახსენა. ობამამ დაახლოებით 40 წუთი ისაუბრა და მისი სიტყვა აპლოდისმენტებით სამჯერ გაწყვიტეს.
"ავღანეთში ჩვენს წინაშე დასახული გვაქვს შემდეგი მიზნები: ჩვენ "ალ-ქაიდას" თავისუფალი მოქმედების არეალი უნდა წავართვათ, ჩვებ "თალიბანს" უნდა მოვუსპოთ შესაძლებლობა დაამხოს მთავრობა, ჩვენ უნდა დავეხმაროს ავღანეთის უშიშროების სამსახურებსა და მთავრობას აიღოს ავღაბეთის მომავალზე პასუხისმგებლობა",_ განაცხადა ბარაკ ობამამ.
მისივე თქმით, აშშ-ს სტრატეგია ავღანეთში "სამ ვეშაპზე"'იქნება დაფუძნებული: თალიბების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო მოქმედებები, გაეროსთან თანამშრომლობა, საერთაშორისო პარტნიორებთან და ავღანელ ხალხთან თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო პარტნიორობა პაკისტანთან.
"ჩვენ ისეთი სამხედრო სტრატეგიის რეალიზებას მოვახდენთ, რომელიც საშუალებლას მოგვცემს "თალიბანს" ჩამოვართვათ ინიციატივა და ავღანეთის უსაფრთხოება უახლოესი 18 თვის განმავლობაში გავზარდოთ. მეორე _ ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან გაეროსთან და ავღანელ ხალხთან იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური სამოქალაქო სტრატეგია შევქნათ, იმისათვის რომ მთავრობამ შეძლოს ამ სიატუაციით სარგებლობა და უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია გააუმჯობესოს", _ აცხადებს ობამა.
მისივე განცხადებით, იგი მიმართავს "IშAF"-ის ქვეყნებს და მათ აშშ-ს მაგალითით ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას სთხოვს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ავღანეთში არსებული უსაფრთხოება ყველა ქვეყნის ინტერესებს პასუხობს.
"მესამე _ ჩვენ რათქმაუნდა ვიცით ის, რომ ჩვენი წარმატებები ავღანეთში სრულებით დამოკიდებულია პაკისტანთან ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობაზე",_ აცხადებს ობამა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე არასოდეს აშშ-ს 44 -ე პრეზიდენტის სიტყვაში სიტყვა "ალ -ქაიდა" ამდენჯერ არ ყოფილა გამოყენებული როგორც ახლა. ექსპერტები და მედია თანხმდებიან ერთ რამეში, ობამამ თავისი ამ გადაწყვეტილების მოტივაციიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ, ერთადერთი შესაძლებელი სვლა გამოიყენა. მან "განაახლა" თავის მოქალაქეთა მეხსიერება ამ ტერორისტული ორგანიზაციის ამდეჯერ ხსენებისას. ეს იმიტომაც გააკეთა, რომ თავი აერიდებინა მოსალოდნელი კრისტიკისაგან, რომელიც 30 ათასი ახალგაზრდა ამერიკელის ომში გაგზავნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სიტყვის დაახლოებით მესამედი, მიძღვნილი იყო აშშ-ს ბრძოლისადმი "ალ-ქაიდასთა". ობამამ გაიხსენა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიც, რომელმაც სამი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოუყვა ახალგაზრდა ოფიცრებს ბენ ლადენის კავშირზე მოძრაობა "თალიაბანთან" და ისაურა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სათვის ტერორიზმთან ბრძოლის წარმოება ფაქტობრივად მისსავე ტერიტორიაზე.
"იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ ახლა მივატოვებთ ამ ქვეყანას და ჩვენ იმედებს "ალ-ქაიდასთან" დისტაციური ომის წარმოებაზე დავამყარებთ, ეს რათქმაუნდა შეამცირებს ჩვენს ზეწოლას ამ ორგანიზაციაზე და ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის საფრთხეს გაზრდის",_ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ობამამ ისაუბრა ასევე იმაზე, თუ რით განსვავდება ავღანეთში ომი ვიეტნამში აშშ-ს მიერ წარმოებული ომისგან სადაც აშშ-მა 50 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა.
"მესმის და ვიგებ იმ შეშფოთებებს, რომლებიც გამოითქმება აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილებაზე. აქ ხომ აშშ უკვე რვა წელიწადია ომს აწარმოებს. ბევრი აცხადებს, რომ ავღანეთში სიტუაცია არასოდეს იქნება სტაბილური და ჩვენ მომავალი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით იქიდან ჩვენი ჯარი უნდა გამოვიყვანოთ, თან რაც შეიძლება სწრაფად. ეს არგუმენტი, ისტორიის არაწორი გაგებითაა ნაკარნახევი. ვიეტნამისგან განსხვავებით ავღანეთში ჩვენ ფართო კოალიციის შემადგენლობაში ვიმყოფებით, რომელიც 43 ქვეყანას აერთიანებს, ისინი კი ჩვენი მოქმედებების ლეგიტიმურობას იზიარებენ",_ აცხადებს ობამა.
მისივე განცხადებით, ავღანეთში აშშ-ს სამხედრო კონტიგენტის ახლა გაზრდა, აშშ-ს საშუალებას მისცემს ამ ქვეყნიდან თავისი ჯარის გამოყვანის პროცესი 2011 წლის ივლისში დაიწყოს, მიიჩნევს ობამა.
"დამატებითი ამერიკული და საერთაშორისო ჯარების შეყვანა ჩვენ საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ავღანეთის ხელისუფლებისათვის პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი და ჩვენი ჯარის გამოყვანა უკვე 2011 წლის ივლისიდან დავიწყოთ. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ეს ერაყში გავაკეთეთ. ჩვენ გავარგძელებთ ავღანეთის უშიშროების სამსახურებისათვის რჩევებისა და კონსულტაციების მიცემას, იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მათ ეს გამოუვათ. ამას გარდა, ავღანეთის ხელისუფლება და ხალხი გაიგებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათ უნდა აგონ პასუხისმგებლობა თავიანთ ქვეყანაზე",_ აცხადებს ობამა.
ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა არ დაასახელა ის კონკრეტული ვადა, როდესაც ავღანეთის მთავრობას აშშ პასუხისმგებლობას გადააბარებს. ახალი სტრატეგიის რეალიზაცია აშშ-ს უკვე 2009 წელს 30 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.
"ჩვენი ახალი სტრატეგია ავღანეთთან მიმართებაში უხეში გათვლებით მხოლოდ წელს 30 მილიარდი აშშ დოლარი დაგვიჯდება. მე მჭირდოდ ვითანამშრომლებ კონგრესითან იმისათვის რათა საჭირო თანხა მივიღო",_განაცხადა ობამამ და დასძინა, რომ იგი სამხედრო ხარჯებს დიდი სიფრთხილით მიუდგება და გაუმართლებელ ხარჯებს არ დაუშვებს.
"ეს გადაყვეტილება ჩემთვის იოლი მისაღები არ იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი ერაყში ომისა და სწორედ ამიტომაც მიმოჩნევ, რომ სამხედრო ძალის გამოყენებაში ყოველთვის შეკავებული უნდა იყოს ადამიანური რესურსი. ჩვენ ომს ვაწარმოებთ უკვე რვა წელიწადი და ჩვენ ეს ადამიანების სიცოცხლედ და უზარმაზარ რესურსებად გვიჯდება",_ აცხადებს ბარაკ ობამადა აღიარებს, რომ ქვეყნისათვის ძალიან ძნელია ხანგრძლივვადიანი და სისიხლიანი ომის წარმოება. ობამამ აღნიშნა, ისიც, რომ იგი პირადად აწერს ხელს ავღანეთში დაღუპული ყველა ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახისათვის გაგზავნილ მისასამძიმრებელ წერილს.
"მე რომ არ ვფიქრობდე, რომ აშშ-სა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება ავღანეთში არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული, სიხარულით ვუბრძანებდი ყველა ამერიკელ ჯარისკაცს ხვალვე დატოვონ ავღანეთის ტეროტორია და სახლში დაბრუნდნენ. ასე რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ძნელად მივიღე. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უსაფრთხოება ავღანეთზე და პაკისტანზეა დამოკიდებული. ეს "ალ ქაიდას მწვავე ექსტრემიზმის ქვეყნებია",_ განაცხადა დასასრულს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.