პაკისტანის რელიგურ უმცირესობათა მინისტრი შაჰბაზ ბჰატი დედაქალაქ ისლამაბადში მოკლეს. მაჰბი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. როგორც დასავლური მედია იუწყება, მინისტრის მკვლელები სავარაუდოდ თალიბები არიან.
შაჰბაზ ბჰატი ღიად დაუპირისპირდა ისლამურ კანონებს და მას ზედმეტად მკაცრი უწოდა. ბჰატმა ასევე დაგმო ქალის სიკვდილით დასჯა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მას ხშირად მისდიოდა მკვლელობის მუქარები სხვადასხვა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებებისგან.