ლიბიის სამხედრო ძალებმა ორ ქალაქზე იერიში მიიტანეს. როგორც "როიტერი" იუწყება, სამხედრო ვეტმფრენები ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ორ ქალაქს - ბრეგასა და აჯდაბიას ბომბავენ. აჯდაბიაში ოპოზიცია სამხედრო ბაზას აკონტროლებს.
BBC-ის ინფორმაციით, კადაფის დავალებით აჯდაბიაში დაახლოებით 100 სამხედრო ავტომობილი შევიდა და იერიში იარაღის საწყობთან მიიტინა.
ამ ეტაპზე ბოლო დაბომბების შემდეგ მსხვერპლის შესახებ არაფერი ვრცელდება.
ლიბიაში არეულობები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. არაოფიცალური ინფორმაციით არეულობებს 2000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოპოზიცია მუამარ კადაფის 42 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს.