მიმდინარე წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 300 პროექტი განხორციელდება.
საკითხი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს დავით ტყეშელაშვილთან ერთად დღეს, მცხეთაში სტუმრობისას, მხარის გუბერნატორსა და რაიონების მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილა.
მისივე განმარტებით, 300 პროექტის განხორციელებისთვის მხოლოდ წელს 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ შარშან, მცხეთა-მთიანეთში სულ 644 პროექტი განხორციელდა, რაზეც რეგიონალური განვითარების სამინისტრომ, საერთო ჯამში, 6,5 მილიონი ლარი დახარჯა.