სერბეთის პოლიციამ ადამიანებით ვაჭრობისთვის ექვსი პირი დააკავა. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ 2009 წლის აგვისტო-ოქტომბერში ათობით არალეგალი მიგრანტი სერბეთიდან უნგრეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაჰყავდათ.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ყოველ არალეგალში ბოროტმოქმედები რამდენიმე ათას ევროს იღებდნენ.
ასევე, პოლიციაში ეჭვობენ, რომ დამნაშავეთა ჯგუფს შესაძლოა, პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს ალბანელთა დაღუპვის გამო, რომლებიც 2009 წლის ოქტომბერში კოსოვოდან უნგრეთში გადაჰყავდათ. მაშინ ნავი, რომელზეც 18 არალეგალი იმყოფებოდა, მდინარე დუნაის გადაცურვის დროს დაიღუპა. მოგვიანებით ნაპირთან 15 დაღუპულის ცხედარი იპოვეს, მათ შორის, ცხრა ბავშვი იყო.