იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხი, რომელიც ასვეე აწარმოებს ბრძოლას თავის ოპოზიციონერებთან მთელს არაბულ სამყაროში არეულობების მოწყობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.
სალეხი სიტყვით, იემენის უნივერსიტეტში გამოვიდა. მან განაცხადა: "პოლიტიკური არეულობების ტალღა, რომელმაც მთელი არაბული სამყარო მოიცვა, სხვა არაფერია თუ არა შეთქმულება, რომელიც ისრაელსა და სიონისტებს ემსახურება. პროტესტები თეთრი სახლიდან და არაბული სამყაროს დესტაბილიზების ცენტრიდან თელავივიდან იმართება".
იმენის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ "ლიბიელი ოპოზიციური ფიგურები" რეგულარულად ხვდებიან ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დედაქალაქში. სალეხმა დასვა კითხვა: "გვინდა ვიცოდეთ, რის საფუძველზე ერევა ბარაკ ობამა არაბული ქვეყნების საქმეში?"
ამასთან ერთად, იემენის დედაქალაქის ცენტრში კვლავ იკრიბება მრავალათასიანი დემონსტრაცია, რომელიც სალეხის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. სალეხმა დაუფიცა, რომ თავის რეჟიმს "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე" დაიცავს.
აღსანიშნავია, რომ იემენში ანტისახელისუფლებო გამოსვლების დაწყების შემდეგ უკვე მოკლულია 20 ზე მეტი ადამიანი.