ლიბიის ძველი სამფეროვანი დროშა, რომელიც ამ ქვეყანაში მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა, აღმართეს დღეს ლიბიური წარმოშობის აშშ-ს მოქალაქეებმა და ლიბიელამ დიპლომატებმა ვაშინგტონში არსებულ ლიბიის საელჩოზე.
ამ ჟერტით მათ სოლიდარობა გამოხატეს ლიბიაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო გამოსვლის მონაწილეებისადმი.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის ელჩი ვაშინგტონში ალი აუდჯაბი, ორშაბათს კადაფის მთავრობამ გადააყენა, ამს შემდეგ რაც მან განცხადება გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილე ადამიანების მხარდაჭერის შესახებ.
ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარლამენტი აცხადებს, რომ ისინი ალი აუდჯაბს კვლავ ლიბიის ელჩად მიიჩნევენ, ვინაიდან "ჯერ არ არის დასრულებული პროცესი მისი გადაყენების შესახებ ბრძანების იურიდიული ექსპერტიზისა".
ლიბიის ძველი დროშა 1951 წელს დამტკიცდა და იგი ქვეყანაში მუამარ კადაფის ხელისუფლებაში მოსვლამდე 1969 წლამდე არსებობდა. სწორედ ეს დროშა გახდა, ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე ანტისახელისუფლებო მოძრაობის სიმბოლო.