რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახური უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ ამ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ვიაჩესლავ დოროხინმა გააკეთა.
დოროხინის აზრით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეს არ აისახება, ხოლო რუსეთის მონახულების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხვი კი გაიზრდება.
"რუსეთის უსაფრთხოებისათვის საფრთხე სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში არ იქნება", - აცხადებს დოროხინი.
მისივე თქმით, როგორც ბოლო სამი-ოთხი წლის სტატისტიკა მეტყველებს - "მნიშვნელოვნას შემცირებულია ადამიანთა რაოდენობა რომლებიც ევროკავშირიდან რუსეთის ფედერაციაში შემოდიან. ძნელი ასახსნელია თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მონახულების მსურველთა რიცხვის გაზრდას", - აცხადებს დოროხინი და აღნიშნავს, რომ ვიზის არსებობა, არ არის საშუალება იმისა, რომ გაიგო ვინაა ეს ადამიანი და რა მიზნებით მოდის ის რუსეთში, ამიტომაც სავიზო რეჟიმი არ არის პანაცეა ტერორისტული საფრთხისადან თავის დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში იგივე ინიციატივით გამოვიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.
მასალის გამოყენების პირობები