დღეს, 2 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ნარკოკარტელის ბრალდებით დაკავებულთა საქმის განხილვა დაიწყება.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ადვოკატები ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის ორგანიზატორ ნუგზრ ბოჭორიშვილს სამუდამო, მის თანამზრახველებს: ანასტასია ზაუტაშვილს, რომან მუსემიანს და გიორგი ჩეჩელაშვილსა და თენგიზ გურჩიანს 30 წლიანი, ხოლო მევლუდ სვანიძეს 24 -წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ პროცესს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატებიც დაესწებიან.
ნუგზარ ბოჭორიშვილი ძებნაშია.
ბრალდებულები გასულიწ ლის 2 ივნისს დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად თბილისსა და წყალტობოში ჩატარდა. ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.