სომალელი მეკობრეები, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში გემს თავს დაესხნენ, მძევლების მოკვლას აპირებენ. გემის ბორტზე დანიელები იმყოფებოდნენ. დამნაშავეები ტყვეების გათავისუფლების ყოველგვარი მცდელობის შეწყვეტას მოითხოვენ.
როგორც ევროპული ქვეყნების სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, გამოსასყიდის თანხა მეკობრეებს ჯერ კიდევ არ დაუსახელებიათ.
შეგახსენებთ, ინდოეთის ოკეანეში მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს გემი, სადაც 7 ადამიანი იმყოფებოდა. კერძოდ, ბორტზე აღმოჩნდა ოჯახური წყვილი სამი ბავშვითა და ეკიპაჟის კიდევ ორ წევრთან ერთად.