პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, საქართველოში, ტუნისისგან განსხვავებით, დიქტატურა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ამის შესახებ ნოდია რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში აცხადებს.
ამასთან, ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ექსპერტის თქმით, "ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს".
"როგორც კი მოდერნიზაცია წარმატებას აღწევს, იქმნება საშუალო კლასი, რომელიც ადრე თუ გვიან სრულ პოლიტიკურ თავისუფლებას მოითხოვს. პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე, ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს", - აცხადებს ნოდია.