გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ლიბიას ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა. ამ გადაწყვეტილებას ასამბლეის ყველა დელეგაციამ დაუჭირა მხარი.
გენერალური ასამბელის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, სერიოზული შეშფოთება ლიბიაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანავტორი მსოფლიოს 40 სახელმწიფო იყო.
„გენერალურმა ასამბლეამ თავის ისტორიაში პირველად მიიღო გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა საბჭოში რომელიმე სახელმწიფოს უფლებამოსილების შეჩერების შესახებ", _ განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა სიუზან რაისმა და დასძინა", - მათთვის ვინც იარაღი მიმართა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილი არაა".
მან ასევე აღნიშნა, რომ ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ დაკარგა ქვეყნის „მართვის უფლება" და ის „უნდა წავიდეს".