ლიბია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო 140 ათასმა ადამიანმა დატოვა. ქვეყნიდან გაქცეულების ძირითადი ნაწილი ტუნისში გადავიდა.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმმადგენლები აცხადებენ, რომ ტუნისელს მესაზღვრეებს საღვრის გადაკვეთის მსურველთა დასაშოშმინებლად ჰაერში სროლა უწევთ.
ალ-ჯაზირას ინფორმაციით, საზღვართან უამრავი ადამაიანი იმყოფება და მათი რაოდენობა იზრდება.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრეომლებმა საზღვართან 10-ათასიანი კარვების ქალაქი მოაწყვეს და უახლოეს პერიოდში მას 20 ათასი ადამიანის ტევადობამდე გაზრდიან.
საზღვართან იმყოფებიან მოხალისეები, რომლებიც ლიბიიდან გადმომსვლელებს წყალსა და საკვებს ურიგებენ.
ტუნისის ხელისფლების ინფორმაციით, საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთა 75 ათასმა ადამიანმა, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ლიბიაში სამუშაოდ იმყოფებოდნენ.
ლიბიაში არეულობები, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა 15 თებერვალს დაიწყო. გაეროს მონაცემებით, ლიბიაში სამოქალო ომის დროს უკვე 1000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.
ხელისუფლების მოწინააღმდეგენი მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.